en
ge

სტაჟირება იურისტის თანაშემწის პოზიციაზე

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 12.08.2015
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს სტაჟირებას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე (არაანაზღაურებადი).
თანამდებობა: იურისტის თანაშემწე
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2015 წლის 12 აგვისტო 1800 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოვალეობები:
*იურიდიული კონსულტაციების გაწევა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე
*სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება
*ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება
ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა შეხდევრებში მონაწილეობა
მოთხოვნები
• იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი
• ადმინისტრაციული, სისხლის და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
• ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურერებელი სერტიფიკატი (საერთო სპეციალიზაციით) მიჩნეულ იქნება უპირატესობად
• დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი და მოტივაცია;
• კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 12 აგვისტო, 18:00 სთ.
გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. არ მიიღება არანაირი სატელეფონო ზარები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) არის თბილისში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT Network), ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი.
ვებგვერდი: www.HumanRights.ge