კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული გაერთიანება, რომელიც 27 ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიცია არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
წყარო: jobs.ge