en
ge

ახალგაზრდული საზაფხულო სკოლა

სტუდენტური გაერთიანების „სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის" ორგანიზებით 2015 წლის 1-8 სექტემბერს თელავში გაიმართება ზაფხულის სკოლა თემაზე „ცნობიერების ევოლუცია და პოსტ-ჰუმანური საზოგადოება".
სკოლაში მომხსენებლებად მოწვეულნი არიან საბუნებისმეტყველო, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების, ხელოვნების, ფილოსოფიის, ფსიქოანალიტიკისა და ანთროპოლოგიის უმაღლესი რანგის საერთაშორისო წარმომადგენლები.
სკოლის სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებიდან. ასევე, პარიზის უნივერსიტეტების (Paris 8 Vincennes à Saint-denis, Paris X – Nanterre) ბერლინისა და პადერბორნის უნივერსიტეტების (UDK, Universität Paderborn, Humboldt-Universität zu Berlin ) სტუდენტები.
სკოლა წარიმართება ინგლისურ ენაზე (ფრანგულენოვან ლექციებს მოჰყვება თანმიმდევრული თარგმანი ინგლისურ ენაზე).
წყარო: fondi.gov.ge