საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველია, რომელიც ევროკავშირის პროგრამის - "Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა") წევრი გახდა. 24 თებერვალს, ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, კულტურის სფეროში მოღვაწე ქართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამებით გამოცხადებულ კუნკურსებში და მოიპოვონ დაფინანსება ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.
ამა წლის 6 აგვისტოს, კულტურის ქვე-პროგრამის ფარგლებში, დაიწყო თანამშრომლობის პროექტების (Cooperation Projects) მიმართულებით პროექტების მიღება. დაინტერესებულ პირებს ონლაინ ფორმის შევსება და გაგზავნა კონკურსში მონაწილეობის მიზნით, 7 ოქტომბრამდე შეეძლებათ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოში Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა" ) კულტურის ქვეპროგრამის ოფისის წარმომადგენელს: ქეთევან შენგელია -ტელ: 599 56 22 32; ელ-ფოსტა: ketevan@creativeeurope.ge
წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო