en
ge

მოწვევა განაცხადების მისაღებად რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებისთვის

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, 2015 წლის 25 აგვისტოდან 25 ნოემბრის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის სტრატეგიული გრანტების მისაღებად. ორგანიზაციებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება სტრატეგიული გრანტის მისაღებად. 25 ნოემბრამდე წარმოდგენილი განაცხადის ავტორებს, თუ მათი პროექტი დაფინანსდა და წარმატებით დასრულდა, ექნებათ ფონდიდან დაფინანსების გაგრძელების საშუალება.
წყარო: epfound.ge