en
ge

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამა (NPM)

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.09.2015
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის. პროგრამა მომზადდა და ტარდება CTC -ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროგრამა სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის პროექტის მიერ და მონაწილეებისათვის მისი გავლა უფასოა.
თუ თქვენ ხართ არამომგებიანი ორგანიზაციის მენეჯერი ან ჩართული ხართ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში და ამ სექტორში გეგმავთ კარიერის შექმნას, ეს პროგრამა თქვენთვისაა განკუთვნილი. იგი წარმოადგენს შუალედურ ვერსიას გრძელვადიან აკადემიურ პროგრამებსა და მოკლევადიან ტრენინგ კურსებს შორის. კურსს გაუძღვებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალი, გამოცდილი ტრენერ-კონსულტანტები და არამომგებიანი სექტორის მოქმედი მენეჯერები.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია....
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნეთ მისამართზე: vacancy@ctc.org.ge
სარეგისტრაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი, 2015 წელი.
კურსი დაიწყება ოქტომბერში, 2015 წელი.
რეგისტრირებულ პირებთან შედგება წინასწარი გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში: 220 67 74; 220 67 75