en
ge

ტენდერი საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტელედისკუსიების მოსაწყობად

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს სატენდერო განაცხადებს ტელეკომპანიებისგან საქართველოში საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტელედისკუსიების მოსაწყობად. ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში.
წყარო: epfound.ge