en
ge

ახალგაზრდული გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ იწვევს მოხალისეებს

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდული გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 09.09.2015
12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღესთან დაკავშირებით, წელს უკვე მეორედ ახორციელებს პროექტს-ღონისძიებას საყოველთაო მსვლელობა „...დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია".
ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებით ააიპ „ეროვნული იმპერატივი" აცხადებს მოხალისეთა მიღებას.
მოხალისეების ძირითადი ფუნქცია იქნება: 1) საორგანიზაციო და საკომუნიკაციო საქმის წარმოებაში დახმარება; 2) ღონისძიების დღეს საზოგადოების კოორდინაცია და მართვა.
პრიორიტეტი მიენიჭება საორგანიზაციო მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს. მოხალისეების ასაკი არ არის შეზღუდული.
მოხალისეებად ჩართვის მსურველებმა 2015 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ მისამართზე info.imperativ@gmail.com შემდეგი მონაცემები:
- პირადობის ან ID ბარათის ასლი (1 ც);
- ფოტოსურათი (ნებისმიერი ფორმატის 1 ც);
- მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია: სასწავლო ან სამუშაო დაწესებულების დასახელება, მოხალისეობის მოტივაცია (მოკლედ, რამდენიმე წინადადებით);
- საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: თორნიკე ჩიხლაძე 5 95 09 09 81 (ღონისძიების ადმინისტრაციული რესურსების მართვის ხელმძღვანელი).
წყარო: ახალგაზრდული იმპერატივი