2015 წლის 26 სექტემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის წესი:
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2015 წლის 3 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: registration.cec.gov.ge