en
ge

მოქალაქეთა ადვოკატირების გრანტების კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 15.11.2012
  • ბოლო ვადა: 14.12.2012
  • ბმული: http://jobs.ge/51357/
პროგრამა "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) აცხადებს "მოქალაქეთა ადვოკატირების გრანტების" (CAG) კონკურსს და იწვევს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პირველ რიგში, რეგიონულ ორგანიზაციებს, წარმოადგინონ საგრანტო განაცხადები. საგრანტო განაცხადების მიზანი უნდა იყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა სახის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კონკრეტული მექანიზმების შემუშავება და დანერგვა; საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანი ხარჯვის ხელშეწყობა; მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.  განაცხადის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 14 დეკემბერი, 2012 წ.
წყარო: jobs.ge