en
ge

დანაშაულის პრევენციის ცენტრის აცხადებს მოხალისე მასწავლებლის მიღებას

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი”
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 25.10.2015
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” აცხადებს მიღებას მოხალისე მასწავლებლის პოზიციაზე, ინგლისურ ენაში;
მოთხოვნებია:
• სასურველია ინგლისური ფილოლოგის სპეციალობის სტუდენტი;
• გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით;
• იყოს ორგანიზებული და სამუშაოს დაგეგმვის უნარის მქონე;
• პრობლემების შეფასებისა და კრეატიულად გადაჭრის უნარი;
• ვერბალური და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;
• სიზუსტე და აკურატულობა;
• კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.
მოხალისე მასწავლებელი 3 თვის განმავლობაში ჩართული იქნება პროექტში კვირაში 2 დღე, არასრული და მოქნილი გრაფიკით. პროექტი დანაშაულის პრევენციის ცენტრის არასრულწლოვან და სრულწლოვან ბენეფიციართა ინგლისურ ენაში მომზადებას და დახმარებას ითვალისწინებს.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  • კანდიდატთა შერჩევა რეზუმიეების საფუძველზე;
  • გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე kchitashvili@justice.gov.ge არაუგვიანეს, 25 ოქტომბერი, 2015.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
591 414 533 ქეთი ჩიტაშვილი
წყარო: იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი”