აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO)
არის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის
ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, სასურსათო უსაფრთხოება, შერჩეულ თემებში
მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იძულებით
გადაადგილებულ პირთა დახმარება მათი საცხოვრებლის მოვლა-პატრონობის მიზნით
და დახმარების გაწევა იმ თემებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური ან
სხვა მოვლენების შედეგად.
NEO პროექტი აცხადებს განაცხადების მიღებას გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ვაშლის, მსხლის, ქლიავისა და ბლის ინტენსიური სანერგეების შექმნის მიზნით.
საგრანტო განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას თანდართული სამუშაოს
აღწერილობის შესაბამისად. გრანტების გაცემა და მათი განხორციელება მოხდება
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ მთავრობის მიერ
შემუშავებული წესებისა და ინსტრუქციების მიხედვით.
განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადა: 28 ნოემბერი, 2012 წ.
წყარო:jobs.ge