en
ge

ტრენინგები მოსწავლეებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ასოციაცია „სტარტაპ აკადემია“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
17-26 სექტემბერს ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაცია „სტარტაპ აკადემია” აჭარის 5 რეგიონში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი) ტრენინგებს გამართავს. ტრენინგის ბენეფიციარები არიან 8-12 კლასის მოსწავლეები.
ტრენინგი ხორციელდება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თანადაფინანსებით ტრენინგის მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნებისა და ლიდერული უნარების განვითარება, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამომავლო ჩართულობას სამეწარმეო პროცესებში.
ტრენინგი მოიცავს პრეზენტაციებს,პრაქტიკულ სამუშაოებს იდეების განსახორციელებლად, გუნდურ სამუშაოებს, სესიებს, დისკუსიებს და ა.შ.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდით თქვენი რეგიონის ახალგაზრდულ ცენტრს ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ან დაგვიკავშირდით info@yea.ge
წყარო www.yea.ge