ქალთა ფონდი საქართველოში ანახლებს ღია კარის საგრანტო პროგრამას, რომელიც მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს, რომელიც შეესაბამება ფონდის მთავარ პრიორიტეტებს. საპროექტო განაცხადები მიიღება შეუზღუდავად 2012 წლის ბოლომდე. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია კონკურსთან დაკავშირებით ქალთა ფონდის ოფისში სამშაბათს და ხუთშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე.