en
ge

სემინარი ვიზუალურ ჟურნალისტიკაში

გაინტერესებთ, როგორ უნდა აქციოთ მოსაწყენი რიცხვები მიმზიდველ ინფოგრაფიკად? როგორ მოიძიოთ, გააანალიზოთ და იპოვოთ ფართო აუდიტორიისთვის საინტერესო ამბები სტატისტიკურ მონაცემებში? როგორ გამოიყენოთ დიზაინი და ონლაინ პლატფორმები ამბების ვიზუალური თხრობისთვის?
„ჯამპსტარტ ჯორჯიას" მონაცემთა ჟურნალისტიკისა და ვიზუალური კომუნიკაციის გუნდი მზადაა, თავისი გამოცდილება გაგიზიაროთ. შაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპის სახლში გიმასპინძლებთ მონაცემების ფერადი კომუნიკაციის სემინარებზე. დასაწრების მსურველებმა 5 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. რეგიონიდან ჩამოსული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია მგზავრობის დაფინანსება. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მიერ.
სემინარების განრიგი:
12:00 - 12:45 მონაცემების ფერადი კომუნიკაცია - რას აკეთებს ჯამპსტარტ ჯორჯია/ერიკ ბარეტი
13:00 - 13:45 ახალი ამბების ვიზუალური თხრობა სამხრეთ კავკასიაში / ნინო მაჭარაშვილი
14:00 - 15:00 შესვენება ლანჩისთვის
15:00 - 15:45 დიზაინი მონაცემების ეფექტური კომუნიკაციისთვის / მარიამ ქობულაძე
16:00 - 17:00 მონაცემებით ამბების თხრობა / ნინო მაჭარაშვილი
16:00 - 17:00 ილუსტრაციები მონაცემთა ვიზუალიზაციებში / ია ნინოშვილი
17:00 - 18:00 დიაგრამების ეფექტური დიზაინი / მარიამ ქობულაძე
17:00 - 18:00 შერეული მედიით ამბების თხრობა StoryBuilder-ის გამოყენებით / ირაკლი ჭუმბურიძე
სესიების შემდეგ გაიმართება ჯამპსტარტ ჯორჯიას 2013-2015 წლების ნამუშევრების გამოფენა თამაშებით, პრიზებით და ნეთვორქინგის შესაძლებლობით.
გაეცანით ჯამპსტარტ ჯორჯიას ვიზუალიზაციებს, გუნდს და პროექტებს: feradi.info / jumpstart.ge
სემინარებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია და დაელოდეთ მონაწილეობის დამადასტურებელ იმეილს.
რეგისტრაცია სრულდება 5 ოქტომბერს.