en
ge

ვაკანსია-რეგიონალური კოორდინატორის პოზიციაზე ქალაქ ზუგდიდში

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 09.10.2015
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის პროექტის „მოძრაობა რეგიონებში ცვილებებისათვის" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური კოორდინატორის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში.
აუცილებელი მოთხოვნები/უნარები:
  • განათლება - უმაღლესი; (უპირატესობა მიენიჭებათ სპეციალობით სოციალურ მუშაკებს)
  • პროექტის დამოუკიდებლად მართვის ორწლიანი გამოცდილება;
  • არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
  • ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალურ მუშაკად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • საქმისადმი ერთგულება;
სამუშაოს აღწერილობა:
  • დაინტერესებული პირებისათვის ორგანიზაციის და პროექტის წარდგენა;
  • ყოველდღიური მუშაობა პროექტის ბენეფიციარებთან/ ახალგაზრდებთან;
  • შეხვედრების და საჯარო დისკუსიების ორგანიზება;
  • ოფისის ტექნიკური/სამეურნეო აღჭურვაზე ზედამხედველობა და გაფრთხილება;
  • ანგარიშების მიწოდება ხელმძღვანელისათვის;
  • თემის მობილიზაცია;
ვაკანსია ცხადდება ქალაქ ზუგდიდში
დატვირთვა ნახევარი განაკვეთი: ხუთი სამუშაო დღით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ამა წლის 9 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე cgfd.ge@gmail.com;
არასრულყოფილად მოწოდებული დოკუმენტაციის შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.