en
ge

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 25.10.2015
  • ბმული: http://www.mcageorgia.ge/index.php/main/read_news/83
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში.
კონკურსში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1997 წლის 2 აპრილიდან - 2003 წლის 1 აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2-5 მოსწავლისაგან შემდგარ გუნდს შეუძლია, წარმოადგინოს პროექტი შემდეგი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და ეკოსისტემები. გუნდის მიერ შემოტანილი პროექტების რაოდენობა არ არის შეზღუდული, თუმცა, ერთი პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთ კატეგორიაში.
პროექტების მიღება
კონკურსში მიღების მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 25 ოქტომბერი.
წყარო: ფონდის ვებგვერდი