en
ge

მიღება ეკონომიკური მედია სკოლაში

მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი მედია საშუალების ხელმძღვანელისგან ჩვენს ელექტრონულ მისამართზე mediaschool@sab.ge 2015 წლის 20 ოქტომბრამდე. იმისთვის, რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში