en
ge

მოწვევა ახალგაზრდებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი, ჰელფინ ჰენდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 09.10.2015
არასამთავრობო ორგანიზაციები „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" და „ჰელფინგ ჰენდ"-ი იწვევს ახალგაზრდა გოგონებს (18–25 წელი) პროექტში „ჩემი ხმა" მონაწილეობის მისაღებად. პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა 5 თვის მანძილზე:
• გაირონ ტრენინგ–კურსები ექსპერტებთან თემებზე: ფოტო/ვიდეო გადაღება/მონტაჟი, ლაივსტრიმინგი.
• მოამზადონ საკუთარი რადიო გადაცემები აქტუალურ პრობლემებზე
• მოიპოვონ უფლება რადიო ეთერში გაუშვან მომზადებული სიუჟეტები
• წაიყვანონ გადაცემები პირდაპირ ეთერში
• ესტუმრნონ სხვადასხვა რადიო სადგურებს
• პროგრამის ბოლოს გამოვლინდება და დაჯილდოვდება საუკეთესო რადიო სიუჟეტის ავტორი
პროგრამის დასრულებისას პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდენენ შემდეგ მოთხოვნებს:
1. ასაკი 18 დან 25 წლამდე
2. სასურველია ჟურნალისტიკის ან ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები
3. საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა
4. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
5. უპირატესობა მიენიჭებათ იძულებით გადაადგილებულ გოგონებს
პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით
დაინტერესებულმა პირებმა გადააგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი აღნიშნულ მისამართზე helpingvolunteer@gmail.com ამა წლის9 ოქტომბრამდე. გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს.