en
ge

ევროპეისტიკის სამაგისტრო პროგრამა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საერთაშორისო განათლების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 19.11.2012
  • ბოლო ვადა: 04.02.2013
  • ბმული: http://jobs.ge/51490/
ღია საზოგადოების ფონდები და მაასტრიხტისა და ორჰუსის უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს ევროპეისტიკის (European Studies) სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
მაასტრიხტის უნივერსიტეტი - 18 თვიანი პროგრამა (12 თვე სწავლა + 6 თვე სამუშაო პროგრამა):
  • ევროპათმცოდნეობა
  • ევროპული საზოგადოებრივი პოლიტიკა
  • ევროპათმცოდნეობა - საზოგადოება, მეცნიერება და ტექნოლოგია
ორჰუსის უნივერსიტეტი - 24 თვიანი პროგრამა:
  • ევროპათმცოდნეობა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს. განმცხადებლები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას და ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება. კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ სრულ დაფინანსებას ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების მაგისტრატურაში სასწავლებლად.
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა: 4 თებერვალი 2013. ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს 14 საათზე.
დაწვრილებითი ინფორმაციის, საგანაცხადო ფორმებისა და კონსულტაციებისათვის, მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ოფისს თბილისში, შემდეგ მისამართზე: ჭოველიძის ქ. 10.
ტელ: 225 26 15
http://www.cie.ge
წყარო: jobs.ge