en
ge

განაცხადების მიღება ტრენინგ-კურსზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი აცხადებს განაცხადების მიღებას ტრენინგ-კურსზე.

თუ თქვენ

  • ხართ სტუდენტი ან სამოქალაქო აქტივისტი, 
  • გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა და გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ქალაქის მართვაში,
  • გაიგოთ მეტი ადგილობრივი თვითმმართველობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ,

მაშინ, საშუალება გეძლევათ გაიაროთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული სატრენინგი კურსი შემდეგი მიმართულებით:

  • ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი - დაგეგმარება, განხორციელება და მონიტორინგი;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და მისი გადაწყვეტის გზების გამონახვა;
  • ეფექტური კომუნიკაცია და სამოქალაქო ინტერესების დაცვა.

ტრენინგ-კურსის უფასოა, ჩატარდება ბათუმში 2 ეტაპად (ნოემბერი, დეკემბერი) და, წარამტებით გავლის შემდეგ, მიიღებთ სერთიფიკატს. 

შესავსეთ აპლიკაცია 20 ოქტომბრამდე და გახდი ჩვენი მსმენელი!

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: adjara@civilin.org ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.marte.ge www.civilin.org