en
ge

ტენდერი საიმიჯო ვიდეორგოლის შექმნაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 19.10.2015
  • ბოლო ვადა: 26.10.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/102166/
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.
ტენდერის შესახებ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ტენდერს საიმიჯო, 30 წამიანი ვიდეორგოლის შექმნაზე. ვიდეორგოლში 5 მსახიობი უნდა წარმოადგენდეს 5 სხვადასხვა პროფესიას და ხაზს უნდა უსვამდეს სამოქალაქო აქტივიზმის აუცილებლობას. (სცენარი და სასაუბრო ტექსტები უკვე მოფიქრებულია ორგანიზაციის მიერ).
წყარო:jobs.ge