en
ge

მედია-ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კონრად ადენაუერის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 19.10.2015
  • ბოლო ვადა: 20.11.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/102194/
"კონრად ადენაუერის ფონდი" გთავაზობთ ექსკლუზიურ მედია-ტრეინინგს ჟურნალისტებისთვის. ტრენინგს "Deutsche Welle"-ს (გერმანული ტალღა) და WDR-ის (Westdeutscher Rundfunk) აკადემიის ექსპერტი გაუძღვება.
ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ პოლიტიკური კომუნიკაციის მეთოდებსა და ხერხებს საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, მიიღონ გამოცდილება პრეს-რელიზების, წერილობითი განცხადებების, საარჩევნო პუბლიკაციების, პრეს-კონფერენციების ანალიზის მომზადებაში. ტრენინგი მოიცავს როგორც ცალკეულ პრაქტიკულ სამუშაოებს ჟურნალისტებისთვის, ასევე სიმულაციურ დავალებებს (როლურ თამაშებს) მოქმედ ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად. ტრენინგის ერთ-ერთი ნაწილი დაეთმობა მედიაში არსებული სიძულვილის ენის დაძლევის მეთოდებს.
წყარო:jobs.ge