პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFR) სრულად ფინანსდება აშშ-ის მთავრობის მიერ და საქართველოში ადმინისტრირებას ამერიკის საბჭოები უწევს. პროგრამის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაცნობიერება/შეფასება საჯარო პოლიტიკის ფორმირებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება... პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა იყოთ 25-დან 35 წლამდე უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, ფლობდეთ ინგლისურ ენას, გქონდეთ შესაბამისი გამოცდილება საჯარო ან სამოქალაქო, არასამეწარმეო სექტორში, იყოთ გამორჩეული ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებით.
წყარო: საქართველოში ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში