en
ge

ქარტიის პრიზი 2015

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • დაწყების თარიღი: 27.10.2015
  • ბოლო ვადა: 01.12.2015
  • ბმული: http://qartia.org.ge/?p=4753
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ნამუშევრების მიღებას „ქარტიის პრიზი 2015-ის” მოსაპოვებლად.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას.
კონკურსი ცხადდება შემდეგ ხუთ ნომინაციაში:
  • სატელევიზიო/ვიდეორეპორტაჟი
  • რადიორეპორტაჟი
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • ჟურნალისტური გამოძიება
  • ბავშვთა საკითხები
2015 წლის პრიზში სიახლეა, გაჩნდა ცალკე ნომინაცია "ჟურნალისტური გამოძიება”.
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი კვლავაც ცხადდება "საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს” (IREX) პროექტის მხარდაჭერით, ხოლო "ბავშვთა საკითხები” დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.
გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.
პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები...
წყარო: qartia.org.ge