en
ge

საგრანტო კონკურსი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, „საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკეთესი რეფორმებისათვის" პროექტის ფარგლებში, აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება და პოლიტიკის დიალოგში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენელსაც ელექტრონული სწავლების პროგრამაში მიღებული აქვს სერთიფიკატი (ორგანიზაციას ჯამში უნდა უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი სერთიფიკატი). გრანტები გაიცემა იმ პროექტებზე, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ამა თუ იმ საზოგადოებრივი პრობლემის გამოვლენაზე (კვლევის ან მონიტორინგის საშუალებით) და/ან მოგვარებაზე (ადვოკატირება-ლობირების ან პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების გზით).

საკონკურსო მოთხოვნები

საპროექტო განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს ელექტრონული სწავლების პროგრამაში წარმოდგენილი კურსების თემატიკას:

  • საჯარო პოლიტიკის ანალიზი; 
  • სოციალური კვლევის მეთოდები; 
  • საჯარო ფინანსების მონიტორინგი; 
  • ადვოკატირება-ლობირება. 

საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტში უნდა ჩანდეს ელექტრონული კურსებიდან მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. თქვენი საპროექტო განაცხადი შესაძლოა ეხებოდეს ადვოკატირების, ან ლობირების კამპანიის განხორციელებას, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე, საზოგადოებრივ პრობლემაზე პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას და რეკომენდაციების შემუშავებას. თქვენთვის საინტერესო სოციალურ პრობლემაზე, რაოდენობრივი ან თვისებრივი კვლევის ჩატარებას. ასევე რომელიმე უწყების ან პროგრამის ბიუჯეტის მონიტორინგს და ა.შ.