en
ge

უფასო კურსები ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულთათვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ასოციაცია გენეზისი
  • დაწყების თარიღი: 22.11.2012
  • ბოლო ვადა: 20.12.2012
  • ბმული: http://jobs.ge/51633/
ასოციაცია "გენეზისი" იწვევს სახელმწიფო და კერძო ტიპის ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვის დაწესებულებების (ე.წ. "ბავშვთა სახლების") კურსდამთავრებულებს და მათ, ვინც ზრდასრული ასაკის შესრულებამდე დატოვეს "ბავშვთა სახლები" - 16-24 წლამდე ახალგაზრდებს, სამუშაო უნარ-ჩვევების 10 კვირიანი უფასო სასწავლო კურსების გასავლელად, წარმატებული მსმენელების შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
მიღება იწარმოებს წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონებზე: 2 348951, 2 911922, 551 145629, ან გამოგზავნეთ წერილი ელ-ფოსტის მისამართზე: diana@genesis.ge 2012 წლის 20 დეკემბრამდე.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
წყარო:jobs.ge