საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია 2015 წლის 28 ნოემბერს, პირველად საქართველოში, იწყებს სამოყვარულო ფეხბურთის ლიგას, (დიდი ფეხბურთი, 11x11) რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს.
ტურნირი გაიმართება თბილისში, 35-ე სკოლის სტადიონზე. მონაწილე გუნდები განაწილდებიან ჯგუფებში, ხოლო ჯგუფის საუკეთესო გუნდები (რაოდენობა განისაზღვრება ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობის შესაბამისად) გააგრძელებენ ასპარეზობას ფლეი-ოფში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 22 ნოემბერი. ტურნირი დასრულდება 2015 წლის დეკემბრის ბოლოს.
ტურნირში მონაწილეობის საფასური შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.
გუნდის განაცხადში უნდა ირიცხებოდეს არანაკლებ 18 და არაუმეტეს 23 მოთამაშისა. ასევე, აკრძალულია ტურნირში პროფესიონალი ფეხბურთელის მონაწილეობა. პროფესიონალად ითვლება მოთამაშე, რომელსაც გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულება საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
შესაძლებელია პარტნიორობის საკითხის განხილვაც.