16 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ახალგაზრდული მიმართულება აცხადებს ბაკალავრიატის სტუდენტების მიღებას ეკონომიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად. დებატები გაიმართება 15 დეკემბერს , ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში, თბილისი ორბელიანის ქუჩა #35. დებატები გაიმართება გუნდური პრინციპით. გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზებით.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში