en
ge

ტრენინგი - შიდა აუდიტი ISO 9001:2008

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 27.11.2012
  • ბოლო ვადა: 14.12.2012
  • ბმული: http://www.jobs.ge/51749/
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
ხარისხის მართვის სისტემები - შიდა აუდიტი ISO 9001:2008
ტრენინგის თარიღები: 18-21 დეკემბერი, 2012
განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 14 დეკემბერი, 2012 წ., 17:00 სთ.
ISO 9001:2008 თქვენს კლიენტებს მატებს რწმენას, ორგანიზაციას კი - ავტორიტეტს!
თანამედროვე საზოგადოებაში, როდესაც განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნობა კონკურენცია, ორგანიზაციისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს ხარისხიანი პროდუქციის თუ მომსახურეობის წარმოება და მისი მიწოდება მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულების მმართველმა რგოლმა ეფექტურად უნდა დანერგოს ხარისხის მართვის სისტემები, შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულთან და გამუდმებით უნდა იზრუნოს ორგანიზაციის უწყვეტ განვითარებაზე.
სასწავლო მიზნები:
  • უკეთ გაერკვიოთ ხარისხის მართვის სისტემასა და ინსტრუმენტებში
  • განსაზღვროთ თქვენი ორგანიზაციის შიდა ხარისხის მართვის პოლიტიკა და მიზნები
  • გადადგათ ნაბიჯები ერთიანი ხარისხის მართვის მიმართულებით
  • გაერკვეთ ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნებში
  • შეადაროთ ორგანიზაციის ხარისხის მართვის შიდა სისტემა საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულს
  • განსაზღვროთ ხარისხის მართვის სისტემისათვის აუცილებელი რესურსები
  • მოახდინოთ ორგანიზაციის შიდა სისტემის შეფასება და ანალიზი
  • გაერკვეთ შიდა აუდიტის ფუნქციებსა და მუშაობის მექანიზმებში
  • გამოიმუშაოთ შიდა აუდიტისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
  • დამოუკიდებლად დაგეგმოთ და პრაქტიკულად განახორციელოთ შიდა აუდიტის პროცესი თქვენს ორგანზიაციაში.
კურსის ძირითადი თემები:
  • ხარისხი და მისი მნიშვნელობა
  • ხარისხის მართვის ისტორია
  • ხარისხის მართვის მიზნები
  • ხარისხის მართვის პრინციპები
  • ხარისხის ტიპები
  • ISO 9001:2008 სტანდარტი
  • პროცესებზე დაფუძნებული მიდგომა
  • მოთხოვნები
  • ხარისხის მართვის სისტემები
  • მენეჯმენტის პასუხისმგებლობა
  • რესურსების მართვა
  • შეფასება, ანალიზი, გაუმჯობესება
  • შიდა აუდიტი: არსი, მნიშვნელობა და ფუნქციები
  • შიდა აუდიტის დაგეგმვა: პრინციპები და მეთოდები
  • შიდა აუდიტის განხორციელება.
ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული კურსი:
  • ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია ორგანიზაციაში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვით
  • ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია ორგანიზაციაში უკვე არსებული სისტემის გაუმჯობესებით
  • იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც სურვილი აქვთ მომავალში თავიანთი საქმიანობა წარმართონ ხარისხის მართვის სისტემებში შიდა აუდიტორის სპეციალობით.
ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს CTC-ის კურსზე დასწრების სერტიფიკატს, სამახსოვრო ჯგუფურ ფოტოს და კურსის მონაწილეთა სიას.
კურსი 4 დღეს გრძელდება.
ტრენინგის ღირებულება სულ ერთ მონაწილეზე არის 180 ლარი.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.ctc.org.ge/calendar/registration
რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის CTC-ის ღია კურსებზე დასწრება უფასოა. ტრენინგზე დასასწრებად მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში CTC იტოვებს უფლებას, მონაწილეები შეარჩიოს კონკურსის საფუძველზე.
CTC-ის ტრენინგები ტარდება CTC-ის ტრენინგების დარბაზში, რომელიც კომფორტულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო თანამედროვე სატრენინგო მოწყობილობით. ჩვენს ტრენინგებზე თქვენ აღმოჩნდებით ძალიან საინტერესო სამუშაო და ამავე დროს მეგობრულ გარემოში, რომელსაც ერთად ქმნიან CTC-ის თანამშრომლები და კურსის მონაწილეთა მრავალფეროვანი ჯგუფები.
დამატებითი ინფორმაციისათვის ამ ტრენინგისა და CTC-ის სხვა მომსახურებების შესახებ:
დაგვირეკეთ: (+995 32) 2206774, 2206775
მოგვწერეთ: ctc@ctc.org.ge | tkekelia@ctc.org.ge
მობრძანდით: ოთარ ჩხეიძის 5 (ყოფილი ყაზბეგის გამზირი 34, ნაკვეთი #3), თბილისი, 0177
განაცხადი:
CTC იტოვებს უფლებას, რომ შესაბამის ვითარებაში გააუქმოს ან გადაიტანოს ტრენინგი ეფექტურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში, უკვე დარეგისტრირებულ მონაწილეებს შევატყობინეთ ცვლილების შესახებ და ისინი ავტომატურად მიიჩნევიან ჩაწერილად შემდეგ უახლოეს კურსზე, ან თუკი მათ ასეთი ვარიანტი არ აწყობთ - მოხდება მათთვის ტრენინგის გადასახადის სრული ანაზღაურება.
წყარო: jobs.ge