en
ge

კონკურსი ტელევიზიებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: აირექსი
  • დაწყების თარიღი: 24.11.2015
  • ბოლო ვადა: 28.12.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/104250/
საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) კონკურსი ტელევიზიებისთვის.
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)-ი აცხადებს ღია კონკურსს ტელევიზიებისთვის 2016-17 წწ განმავლობაში საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანი:
კონკურსის შედეგად შეირჩევა 2 ქართული ტელემაუწყებელი. ამჯერად, პროგრამის კონკურსში გამარჯვებული ქართული მედიასაშუალებების პარტნიორობა ამერიკელ კოლეგებთან ექსკლუზიურად ფოკუსირებული იქნება არსებული ონლაინ მულტიმედია რესურსების შემდგომ განვითარებასა და ეფექტიან გამოყენებაზე. პარტნიორობის საბოლოო მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მაუწყებლების, როგორც ონლაინ სივრცეში სათანადოდ წარმოდგენილი ნიუს ორგანიზაციების განვითარებას.
წყარო:jobs.ge