ქვე გრანტირების მექანიზმი, პროექტის ''გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში'', ორგანიზაცია "საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO www.iwoev.org), საერთაშორისო პარტნიორთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI www.civilin.org) ბათუმის ფილიალთან ერთად, აცხადებს კონკურსს.
აღნიშნული პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები საცხოვრებელ/სბინაო სექტორში აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ ინსტიტუტებს ან/და მათ კონსორციუმებს.
კონკურსის მიზანია ჩამოყალიბდეს ინფორმაციის გავრცელებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ძლიერი პუნქტი, რათა დაეხმაროს ბინათმესაკუთრეებს ჩამოაყალიბონ და მართონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები (ბმა). შესაბამისად, მოცემული კონკურსის მიზანია ბათუმში შეიქმნას და გაძლიერდეს რესურსცენტრი (Technical Advisory Centre - TAC), რომლიც განახორციელებს შესაბამისი სამიზნე ჯგუფების მხარდაჭერას რათა ხელი შეუწყოს მათი ცოდნის ამაღლებას საბინაო მეურნეობის საკითხებში.