საკონკურსო განცხადება: მოწოდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების
მიმართ მონაწილეობა მიიღონ კომპეტენციის ამაღლების პროგრამაში, რომელიც
მიზნად ისახავს არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის
საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესებას
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის"
(WFD) პროგრამა, "ესექსის უნივერსიტეტთან", "თომსონ როიტერსის ფონდსა" და
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ("საია") ერთად, აცხადებს
შესარჩევ კონკურსს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, 22 თვიან
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის სახელწოდებაა -
"არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო
პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება".
პროგრამა მიზნად ისახავს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების
ხელშეწყობას, რათა მათ გამოიმუშავონ კვლევის, კომუნიკაციებისა და
ადვოკატირების უნარ-ჩვევები და ეფექტურად იმუშავონ საქართველოს
პარლამენტთან. მივესალმებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას,
რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, განათლების, გარემოს დაცვის,
ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებზე.
წყარო: jobs.ge