en
ge

კონკურსი ბინათმესაკუთრეთა გაერთიან. პოტენციალის ამაღლებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: IWO/CHCA
  • დაწყების თარიღი: 27.11.2015
  • ბოლო ვადა: 29.12.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/104483/
საერთაშორისო ორგანიზაცია "საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO), ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციასთან - საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთი" ერთად, აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის "გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიური ინსტიტუტებსა და/ან მათ კონსორციუმებს. კონკურსის მიზანია ქ.თბილისში შეიქმნას და გაძლიერდეს (რესურს ცენტრი TACs), რომლიც სამიზნე ჯგუფებს დაეხმარება საბინაო მეურნეობის საკითხებში ცოდნის ამაღლებაში.
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015წ. 29 დეკემბერი, 18.00 სთ.
წყარო:jobs.ge