en
ge

კონკურსი სარგავი მასალის მიწოდებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: USAID/NEO პროექტი
  • დაწყების თარიღი: 29.11.2012
  • ბოლო ვადა: 14.12.2012
  • ბმული: http://www.jobs.ge/51840/
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO) არის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, სასურსათო უსაფრთხოება, შერჩეულ თემებში მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება მათი საცხოვრებლის მოვლა-პატრონობის მიზნით და დახმარების გაწევა იმ თემებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური ან სხვა მოვლენების შედეგად.
NEO გეგმავს ქვეკონტრაქტორის შერჩევას, რომელიც განახორციელებს სარგავი მასალის მიწოდებას ქ. თბილისში, ქ. გორში და ქ. ქუთაისში.
საკონკურსო წინადადები წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს 2012 წლის 14 დეკემბრის 17:00 საათისა. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.
ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის ინიციატივა საქართველოში (NEO)
რუსუდან კაჭარავა, გრანტებისა და ქვეკონტრაქტების დირექტორი
ნ. რამიშვილის 6ა, თბილისი, 0179
ტელ: +995 322 250561/71/81/41 ფაქსი:+995 322 250541
ელ-ფოსტა: subcontracts@georgianeo.ge
წყარო:jobs.ge