en
ge

ბიზნეს ინიციატივის საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 09.12.2015
  • ბოლო ვადა: 27.12.2015
  • ბმული: http://www.jobs.ge/105135/
"ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" (IRC) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "საქართველოს კონტექსტში მიგრაციისა და განვითარებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობის შეძენა". პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან და კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობით.
ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია ბიზნეს ინიციატივის საგრანტო კონკურსი, რომელიც სთავაზობს მიგრანტებს, სამშობლოში დაბრუნებულ პირებს და პოტენციურ მიგრანტებს გადადგან ნაბიჯი მცირე ბიზნესის დაწყებისკენ და ადგილზე შეიქმნან მატერიალური კეთილდღეობა. ინიციატივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მათ ეკონომიკურ ინტეგრაციას თავიანთ საცხოვრებელ გარემოში და თავიდან აარიდოს ემიგრაცია.
წყარო:jobs.ge