en
ge

საახალწლო ფასდაკლება „ამერიკულ ბანაკში“

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურსცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 18.12.2015
  • ბმული: https://www.facebook.com/AmericanCampRDRC/
2015 წლის 18 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, დაბა ბაკურიაში სასტუმრო „თეთრ სახლში" „რეგიონული განვითარების რესურსცენტრისა" და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების პარტნიორობით გაიმართება „ამერიკული ბანაკი". ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე–7 მე–8 მე–9 მე–10 მე–11 მე–12 კლასის მოსწავლეებს. ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის ტრენინგები. სასწავლო პროცესს წარმათავს პროფესიონალი პროგრამა FLEX მონაწილეები და ამერიკელი მოხალისეები. ასევე, ჩატარდება ტრენინგები ქართულ ენაზე, „სოციალური მედია", „პროექტების წერა", „რეზიუმეს შედგენა". ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ტრენინგები ქართველი მაღალკვალიფიცირებული ტრენერების მიერ ჩატარდება. „ამერიკულ ბანაკში" დაგეგმილია შემდეგი სახის აქტივობები: ფილმების ჩვენება - ფასილიტაცია, ტალანტშოუ, დისკოტეკა, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის" ქართულ-ინგლისურ ენაზე და ბოლოს გამოსამშვიდობებელი ბანკეტი. ბანაკის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული იქნება სასწავლო პროცესი, ხოლო მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს დაფარავს თავად ბანაკში მონაწილეები, რომლის ღირებულება 500 ლარს შეადგენს. სასტუმრო დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. გათვალისწინებულია სამჯერადი კვება (შვედური მაგიდა) და ერთი ყავის შესვენება.
საკონტაქტო ინფორმაცია: 595339181
წყარო: რეგიონული განვითარების რესურსცენტრი