en
ge

ამერიკული ბანაკი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
15 - 25 იანვას ინგლისურენოვანი ბანაკი ,,AMERICAN CAMP" - ში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. დავიბედით ერთად კარგი განწყობა !!!
დაბა ბაკურიაში სასატუმრო ,,თეთრ სახლში" ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრისა" და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების პარტნორობით გაიმართება ,,ამერიკული ბანაკი". ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე–7, მე–8, მე–9, მე–10, მე–11, მე–12 კლასის მოსწავლეებს. ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის ტრენინგები. სასწავლო პროცეს წარმათავს პროფესიონალი პროგრამა FLEX მონაწილეები და ამერიკელი მოხალისეები. ასევე ჩატარდება ტრენინგები ქართულ ენაზე , სოციალური მედია", ,,პროექტების წერა", ,,რეზიუმეს შედგენა". ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ტრენინგები ქართველი მაღალკვალიფიცირებული ტრენერების მიერ იქნება ჩატარებული.
,,ამერიკულ ბანაკში" დაგეგმილია შემდეგი სახის აქტივობები: ფილმების ჩვენება – ფასილიტაცია, ტალანტშოუ, დისკოთეკა, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ქართულ–ინგლისურ ენაზე და ბოლოს გამოსამშვიდობებელი ბანკეტი.
ბანაკის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ორაგანიზაციის მიერ დაფინანსებული იქნება სასწავლო პროცესი, ხოლო მგაზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს დაფარავს თავად ბანაკში მონაწილეები, რომლის ღირებულება 500 ლარს შეადგენს. სასატუმრო ,,თეთრი სახლი" 3-ვარსკვლვიანია. სასტუმრო დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
გათვალისწინებულია სამჯერადი კვება (შვედური მაგიდა) და ერთი ყავის შესვენება.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 595339181
წყარო: რეგიონული განვითარების რესურს ცენტრი