en
ge

საგრანტო კონკურსი სსო-ებისათვის სოციალური საწარმოს შექმნაზე

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ევროპის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 29.12.2015
  • ბოლო ვადა: 01.02.2016
  • ბმული: http://www.jobs.ge/106019/
"ევროპის ფონდი" იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) განაცხადებს პროექტზე, რომლის მიზანია საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებული და განსახლებას დაქვემდებარებული პირების (ეკომიგრანტების) ჩართულობით სოციალური საწარმოს შექმნა. აღნიშნული კონკურსი ტარდება ფონდის "ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის ინსტიტუტთან და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ინტელექტთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. განაცხადების მოწვევის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქიის შედეგად განსახლებას დაქვემდებარებული პირების - ეკომიგრანტების გაძლიერება, დასაქმება და ინტეგრაცია სოციალური მეწარმეობის გზით. აღნიშნული საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოხმარდება უშუალოდ სოციალურ საწარმოს და მასში დასაქმებულ ეკონომიგრანტებს, რაც დასაქმებულ ეკომიგრანტებს საშუალებას მიცსემს გაიმჯობესონ თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო სსო-ს დაეხმარება საკუთარი მისიისა თუ სოციალური მიზნის რეალიზაციისათვის დამატებითი სახსრების გამომუშავებაში.
წყარო:jobs.ge