en
ge

სტიპენდიის პროგრამა - ადამიანის უფლებები

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საერთაშორისო განათლების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 04.12.2012
  • ბოლო ვადა: 21.01.2013
  • ბმული: http://jobs.ge/52017/
ღია საზოგადოების ინსტიტუტი და ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი აცხადებენ კონკურსს 2013-2014 აკადემიური წლისათვის ერთწლიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის მაგისტრატურაში, შემდეგ დარგებში სასწავლებლად:
  • ადამიანის უფლებები (პრაქტიკა და თეორია) MA
  • ადამიანის უფლებები და კულტურული განსხვავება MA
  • მაგისტრის ხარისხი ადამიანის საერთაშორისო უფლებათა და ჰუმანიტარულ სამართალში LLM საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებში LLM.
ძირითადი მოთხოვნები:
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;
  • უნდა იყვნენ დამამთავრებელ კურსზე ან უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამის დარგში;
  • უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (კონკურსის ფარგლებში საჭირო იქნება ინგლისური ენის ტესტის - IELTS-ის ჩაბარება. საბოლოო გამსვლელი ქულაა 7,0; თითოეულ სექციაში არა ნაკლებ 6,5 ქულისა);
  • პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში მიღებულ იქნება მხედველობაში;
  • სწავლის დამთავრების შემდეგ მონაწილეები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში.
ესექსის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 21 იანვარი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://www.essex.ac.uk/hrc | http://www.sx.ac.uk/hrc ან ჩვენი ცენტრის ვებ გვერდზე: http://www.cie.ge
საგანაცხადო ფორმებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:
საერთაშორისო განათლების ცენტრი (ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს შენობა) თბილისი, ჭოველიძის 10
საკონტაქტო ტელეფონი 2 252615 ელ-ფოსტა: cie@osgf.ge ჯგუფური
კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს, 14:00 საათზე.
წყარო: jobs.ge