en
ge

პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის აცხადებს სტაჟირებას

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ (PFRS)
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.02.2016
ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" (PFRS) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები საქართველოს გზებზე, ამაღლდეს საგზაო უსაფრთხოების კულტურა და განათლების დონე, პოპულარიზაცია გაუწიოს უსაფრთხო და სუფთა ტრანსპორტს.
ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" (PFRS) აცხადებს სტაჟირებას.
სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე
ვიწვევთ ბოლო კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს, რომლებსაც აქვთ მოტივაცია და ინტერესი განივითარონ უნარ-ჩვევები და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება
საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
** ინგლისური ენის ცოდნა
** აკადემიური წერის უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ვებ-გვერდზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგზავნოთ, თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: safedrivegeo@gmail.com არაუგვიანეს 2016 წლის 5 თებერვალი და (subject) ველში მიუთითეთ სტაჟიორი/Internship, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
წყარო: ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"