„თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის/Cooperation for Peace and Progress” „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან" თანამშრომლობით უკვე მეორედ აცხადებს მიღებას პროექტში "უცნობი" საბჭოთა წარსული".
პროექტის მიზნებია:
1. საბჭოთა წარსულის შესახებ ინფორმაციული დონის ამაღლება;
2. საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსიისთვის საჭირო პლატფორმის შექმნა;
3. ახალგაზრდებში ტოტალიტარული იდეებისა და სიმბოლოებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ 30 მონაწილეს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარების ციკლი საბჭოთა წარსულთან დაკავშირებულ თემატიკაზე. ლექციები და სემინარები გაიმართება გორში.
წყარო:თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის