ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს ორგანიზაციებისა და ინდივიდებისაგან, ტრეინინგისა და მიმდინარე კონსულტაციების ჩასატარებლად თემაზე: "სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება".
ტრეინინგი და კონსულტაციები უნდა ჩატარდეს ქართული საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისათვის, რომლებიც მუშაობენ, ან დაინტერესებულნი არიან იმუშაონ
სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. კონკურსი
ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში -
"საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა".
წყარო:jobs.ge