ზამთრის სკოლა - მონაცემთა მოწინავე ანალიზი სოციალურ მეცნიერებებში, რომელიც ხორციელდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებლების, დოქტორების, მაგისტრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების („Think Tank”, კვლევითი ან სხვა ტიპის ორგანიზაციების) წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას სოციალურ მონაცემთა ანალიზში, კერძოდ, მათთვის მონაცემთა ანალიზის მოწინავე მეთოდების სწავლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
წყარო: tsu.ge