სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) საქართველოში თავის საქმიანობას ახორციელებს 2002 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს და განავითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების კონცეფცია და წვლილი შეიტანოს, ახალგაზრდების და ზრდასრულთა განათლების გზით, სიღარიბის დაძლევაში. (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.dvv-international.ge)
2006 წლიდან, DVV International-მა, 9 ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრი დაარსა საქართველოში, კერძოდ, კახეთში, ქვემო-ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, აჭარაში და სამეგრელო-ზემო-სვანეთში. ცენტრები უზრუნველჰყოფენ მოსახლეობას, ფართო სპექტრის, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით და საქმიანობით, რომელიც მიმართულია დასაქმების პერსპექტივის, ბენეფიციარების თვითგანვითარების და მათი ცხოვრების დონის ამაღლებისკენ. ყოველწლიურად, დაახლოებით 7000 ადამიანი იღებს მონაწილეობას პროფესიულ, უცხო ენების, კომპიუტერების, ბუღალტრულ, მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და სამოქალო განათლების პროგრამებში, ასევე, სხვა მრავალ საზოგადოებრივ და სათემო ღონისძიებაში.
2016 წელს, DVV International - საქართველო, გეგმავს ახალი საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ცენტრი, სრულად ფუნქციონირებას დაიწყებს, 2017 წლის გაზაფხულისთვის. DVV International -ის ზრდასრულთა განათლების ცენტრებთან, დაკავშირებული პოლიტიკის თანახმად, გარკვეული დროის შემდეგ, (დამოკიდებულია ცენტრის შესაძლებლობებზე) საგანმანათლებლო ცენტრი გადაეცემა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ უკანასკნელის დაფუძნებაში. ახლადშექმნილი ცენტრი, უზრუნველჰყოფილი იქნება DVV International -ის მრავალწლიანი ფინანსური მხარდაჭერით.
DVV International - საქართველო გიწვევთ, დარეგისტირებულ არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივ მუციპალიტეტებს გამოაგზავნოთ, ზრდასრულთა განათლების ცენტრის, გახსნით დაინტერესების გამომხატველი წერილი.
ინტერესის გამოხატვის წერილში, ნათლად უნდა იყოს აღწერილი, ორგანიზაციის გამოცდილება განათლების სფეროში და ხედვა, ზრდასრულთა განათლები ცენტრის დაფუძნების, ეფექტურ გზებსა და მეთოდებზე. ჩვენს პოტენციურ პარტნიორს, უნდა ჰქონდეს ნდობით აღჭურვილი ურთიერთობები, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე სახელისუფლო სტრუქტურებთან. გარდა ამისა, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის მიერ ფონდების მოძიების წარმატებული მაგალითები.
წერილის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 2 აპრილი.
წყარო:jobs.ge