en
ge

საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
  • დაწყების თარიღი: 02.02.2016
  • ბოლო ვადა: 07.03.2016
  • ბმული: http://www.jobs.ge/107894/
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს.
საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს დევნილთა სოციალურ - ეკონომიკურ ინტეგრაციას მათ საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოს მათი სახელმწიფო სუბსიდიაზე დამოკიდებულებიდან, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსების გზით, თვითკმარობაზე გადასვლა.
2016 წლისათვის პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 250 000 ლარს შეადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საგრანტო პროგრამის #01-2016 ფარგლებში გასცემს 4 (ოთხი) გრანტს, სულ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
წყარო:jobs.ge