ლატვიის მთავრობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს 2016-2017 სასწავლო წლისათვის სთავაზობს სტიპენდიებს სწავლისა და კვლევის მიზნით ლატვიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ზაფხულის სკოლებში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულია 2016 წლის 1 თებერვლიდან. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.viaa.gov.lv
წყარო: განათლების სამინისტრო