en
ge

სტაჟირების პროგრამა - ზუგდიდი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: NDI
  • დაწყების თარიღი: 16.02.2016
  • ბოლო ვადა: 28.02.2016
  • ბმული: http://www.jobs.ge/108728/
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებასა და გავრცელებაზე მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, NDI ახორციელებს პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობის პროგრამას. პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი საკრებულოების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებას და საკრებულოს ამომრჩეველთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწას.
NDI აცხადებს კონკურსს ზუგდიდის საკრებულოში სტაჟირების გასავლელად 2016 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით. სტაჟირება სრულ განაკვეთიანია (სამუშაო საათები 10:00- 18:00 საათი). NDI სტაჟიორებს უზრუნველყოფს 150 დოლარის ოდენობის სტიპენდიით. სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ საკრებულოში და გაიარონ NDI-ის მიერ სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგები. გამოცდილებიდან გამომდინარე სტაჟიროები იმუშავებენ საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციებში.
წყარო:jobs.ge