en
ge

ტრენერი შშმ პირთა ჩართულობის საკითხებში

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
  • დაწყების თარიღი: 16.02.2016
  • ბოლო ვადა: 29.02.2016
  • ბმული: http://www.jobs.ge/108729/
"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე და ადვოკატირებაზე მიმართული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული გაერთიანება, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ამჟამად, კოალიცია USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირება", რომლის მიზანია "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაეროს 2006 წლის კონვენციის" დანერგვის და ადგილობრივი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა თბილისში, გურიის, სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში შშმ პირთა ორგანიზაციების გაძლიერებითა და სამართლებრივი/იურიდიული სერვისების განვითარების გზით.
შშმ პირთა ორგანიზაციების (DPOs) გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მიზნობრივ რეგიონში დაგეგმილია ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის ორ-დღიანი ტრენინგის ჩატარება გადაწყვეტილების მიღებაში შშმ პირთა ჩართულობის როლსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის გაღმავების მექანიზმების/ ინსტრუმენტების გარშემო.
აღნიშნული ტრენინგის ჩასატარებლად კოალიციას ესაჭიროება ტრენერი, რომელიც შეიმუშავებს პროექტის მიზნებზე მორგებულ და გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა გაზრდილი ჩართულობისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტური თანამშრომლობის მიღწევის საკითხებზე. ტრენინგი უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე.
წყარო:jobs.ge