en
ge

საგრანტო კონკურსი - უფასო იურიდიული დახმარება

"სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის" ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩაბმა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევის პროცესში. საგრანტო პროგრამის მიზანია ხარისხიანი იურიდიული კონსულტაციებისა და წარმომადგენლობის გაწევა საქართველოს მოსახლეობის იმ ფენებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ამგვარი მომსახურება.
საკონკურსო განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 იანვარი, 17:00 სთ.
წყარო: jobs.ge